
ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, დანი სებალოსი მადრიდის რეალის დატოვებაზე უარს ამბობს. ნახევარმცველს გადაწყვეტილი აქვს დარჩეს და მომავალ სეზონში კარლო ანჩელოტის კლუბში ადგილისთვის იბრძოლოს.
El Larguero-სთვის მიცემულ ინტერვიუში სებალოსმა თქვა: ”მე არ ვისაუბრებ რეალ ბეტისზე, ეს უპატივცემულობაა. ახლა მთავარია, რომ კარგად დავიწყოთ სეზონი, რადგან ვფიქრობ, რომ შემიძლია მოედანზე ბევრი წუთი გავატარო“.
სებალოსი შესაძლოა მომავალ სეზონში ნახევარდაცვის ბოლოში აღმოჩნდეს, კაზემიროს, კროოსის, მოდრიჩის, კამავინგას, ვალვერდეს და ახალ ბიჭ ჩუამენის შემდეგ.