სექტემბერი 22, 2023

ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა ამ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

 

იმის გამო, რომ ლევანდოვსკი საჯაროდ საუბრობს ბარსაში თამაშის განზრახვაზე, მისი გადასვლა კამპ ნოუზე რეალურადაა მიჩნეული. ბარსა ვარაუდობს, რომ 33 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონში მათი მთავარი თავდამსხმელი იქნება, ობამეიანგი კი მაღალი ხარისხის სარეზერვო ოფციას სეითავსებს.

 

ანსუ ფატი კიდევ ერთი ვარიანტია ცენტრფორვარდის როლში, თუმცა ჩავი მას სავარაუდოდ ფლანგებზე ან თავდამსხმელის უკან ათამაშებს.

 

ამრიგად, კარები ღიაა მარტინ ბრაითვეიტისთვის და ლუუკ დე იონგისთვის, რათა კამპ ნოუ დატოვონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *