მარტი 31, 2023

ფაბრიციო რომანოს თქმით,  ხამეს როდრიგესი მზადაა ამ ზაფხულს კატარული კლუბი ალ-რაიანი დატოვოს.

 

მადრიდის რეალისა და ევერტონის ყოფილი ვარსკვლავი ოცნებობს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებაზე და რამდენიმე წინადადებაც მიიღო.

ამიტომაც კოლუმბიელი არ იღებს ბრაზილიური კლუბის ბოტაფოგოს შეთავაზებას, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პირობები აქვს.

 

გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.