მარტი 31, 2023

ჟესუსთან დაკავშირებით სიტისთან მიღწეული წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, რის შედეგადაც ბრაზილიელს კლუბი 45 მილიონად გაიფორმებს, რაფინიასთვის ბრძოლაში არსენალი ლიდერობს.

 

არსენალსა და ლიდს იუნაიტედს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ მათი პოზიციები სულ უფრო და უფრო ახლოვდება. მხარეები მუდმივ კონტაქტზე არიან.

რაფინიასთან პირად შეთანხმებაზე საუბარი არ არის. როგორც ესპანეთში იუწყებიან, 25 წლის ფეხბურთელი კვლავ ბარსელონაში გადასვლას ანიჭებს უპირატესობას.

 

კატალონიელებს უჭირთ თანხის შეგროვება წინადადების წარდგენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ლიდსს სურს მოთამაშისთვის 50 მილიონი ევრო, მაგრამ ბარსამ უნდა გაააქტიუროს ეკონომიკური ბერკეტები, სანამ ასეთ ნაბიჯებს გადადგამს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.