მარტი 31, 2023

 

რუსულ გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში აგენტმა, ალან პრუდნიკოვმა, ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის, შესახებ ისაუბრა, აგენტმა განაცხადა, რომ ანანიძით დაინტერესებული მანჩესტერ “სიტი” იყო, მაგრამ არ დააკონკრეტა დრო, თუ როდის ხდებოდა ეს.

 

“ჯანო ანანიძის ტრანსფერზე ვმუშაობდი, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ანაბიძე 14 წლის იყო, როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე და მას შემდეგ სისტემატურად ვადევნებ მის გამოსვლას თვალს.”

 

“სანამ მძიმე ტრავმებს მიიღებდა, ჯანო შესანიშნავად თამაშობდა, მისი შეძენით “მანჩესტერ სიტი” იყო დაინტერესებული, თუმცა “სპარტაკის” ხელმძღანელობამ ეს შემოთავაზება მაშინვე დაბლოკა, სამწუხაროა, რადგან ჯანო შეიძლებოდა ევროპული ფეხბურთის აღმოჩენა გამხდარიყო.”- განაცხადა პრუდნიკოვმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.