
ბარსელონას შეთავაზებული თანხა საკმარისი იქნება ბაიერნის დასათანხმებლად . მიუნხენის ბაიერნის პოზიცია ძირითადად ასეთია: “ის არ იყიდება. მას 12 თვე დარჩა კონტრაქტიდან. არსად წავა”.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რა ფასად გაუშვებს ბაიერნი პოლონელს და მესიჯი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის, რომ განსაზღვრული ფასი არ არსებობს. ლევანდოვსკის წარმომადგენლებს ფასი არ დაუსახელებიათ. ბაიერნი ძირითადად ამბობს, რომ ის არსად არ წავა და მომავალ სეზონში ისევ გერმანიაში ითამაშებს.
ბარსელონას ძალიან სურს ლევანდოვსკის გაფორმება. მათ თავიანთი ფული მაგიდაზე დადეს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და თავად ფეხბურთელმა კატეგორიულად გადაწყვიტა კარიერის დასრულება ბარსელონაში.
უახლესი ინფორმაციით, ბარსელონამ 34.4 მილიონიანი ეთავაზება გააკეთა,რომელიც ბაიერნმა დაბლოკა.