ივლისი 2, 2022

ესპანური “ვალენსია” გუნდის ქართველ გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას Blanquigres-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის თითქმის ყველა საკითხზეა შეთანხმება მიღწეული. მამარდა “ღამურებთან” 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, გამოსასყიდ თანხად კი 50 მილიონი ევრო განისაზღვრება.

გიორგის გამოსასყიდი თანხა აქამდე 20 მილიონი ევრო იყო. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რატომაც ახალი კონტრაქტი გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გოლკიპერი უკვე დაუკავშირეს პრემიერლიგურ გრანდებს – “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემს”. მამარდასთან მიმართებაში გაიჟღერა “ვილიარეალის” სახელმაც.

ცნობისთვის, გიორგი “ლოს ჩეს” პირველ გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა. მან 21 მატჩში დაიცვა გუნდის ღირსება, გაუშვა 22 გოლი და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.