ივლისი 1, 2022

გიორგი ჩაკვეტაძეს მომავალთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში ძალიან ბევრი იწერება.

უნგრეთში მოღვაწე ქართველნა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ამ თემასთან დაკავშირებით პირველ არხთან ისაუბრა:

“ჩემი ინფორმაციით, გიორგის თაობაზე მოლაპარაკება ნიდერლანდურ კლუბთან მიმდინარეობს. გიორგის ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. უბრალოდ, საამისოდ ნდობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მიხარია, რომ სანიოლმა ნაკრებში მიიწვია და ამით ნდობა გამოავლინა, რაც ახლა გიორგის ძალიან სჭირდება“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძის შეძენით თბილისის “დინამოც” არის დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელს საქართველოს დედაქალაქში დაბრუნების სურვილი არ გააჩნია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.