აპრილი 17, 2024

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგაზე ივნისის მატჩები დასრულდა. იტალიურმა ilfattoquotidiano-მ გასული 4 ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებზე დაწერა სტატია და, საბედნიეროდ, მათ ობიექტივში ქართველებიც მოხვდნენ.

გამოცემამ თავის მკითხველებს ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის შესახებ ამცნო, რის თარგმანსაც აქვე გამცნობთ:

“C ლიგაში თამაშობს ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მალე იტალიაში ვნახავთ. ვსაუბრობთ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც “ნაპოლის” ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ჰყავს ნაყიდი.

ასევე გამოსარჩევია გიორგი მიქაუტაძეც. იგი 2000 წელსაა დაბადებული. მიქაუტაძე კლასიკური, მოძრავი და ტექნიკური თავდამსხმელია. “მეცში” დაბრუნება მას ძალიან არ გააბედნიერებს, ამიტომ იტალიური სერია ა-ს სუსტ გუნდებს (თუნდაც გადარჩენისთვის მებრძოლთ) ტრანსფერის განხორციელება შედარებით დაბალ ფასად შეეძლებათ.”

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას “ნაპოლიში” ტრანსფერი გადაწყვეტილი გახლავთ. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ახალგაზრდა შემტევი “მეცის” საკუთრებაშია და მომავალ წელს ლიგა 2-ში ითამაშებს, თუ, რა თქმა უნდა, სხვა კლუბი არ წაიყვანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *