დეკემბერი 3, 2022

ლივერპული დათანხმდა 41 მილიონი ევროს (35,1 მილიონი ფუნტი) გარიგებას სადიო მანეს ბუნდესლიგის ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნთან მიყიდვაზე.

წითლები მიიღებენ ფიქსირებულ 32 მილიონ ევროს (27,4 მილიონი ფუნტი) დამატებით 6 მილიონი ევროს appearence-სთვის და 3 მილიონ ევროს ინდივიდუალურ და გუნდურ მიღწევებზე დაყრდნობით.ლივერპულმა უარყო ბაიერნის ორი შეთავაზება, სანამ დათანხმდა მათ უახლეს შეთავაზებას 30 წლის ფეხბურთელისთვის, რომლის კონტრაქტი წითელებთან მომავალ ზაფხულამდე იყო.

 

მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია მოჰყვა სამშაბათს ურუგვაელი ფორვარდის დარვინ ნუნიესის შეძენას ბენფიკადან საწყის 64 მილიონ ფუნტად.  30 წლის ფორვარდებთან, მოჰამედ სალაჰთან და რობერტო ფირმინოსთან ერთად, მანე იყო ლივერპულის წარმატებების განუყოფელი ნაწილი ბოლო წლებში. ტრიო დაეხმარა კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში 2019 წელს და შემდეგ დაასრულა 30-წლიანი ლოდინი პრემიერ  ლიგის ტიტულისთვის.  ეს ასევე გამორჩეული წელი იყო მანესთვის, რომელმაც სენეგალთან ერთად მოიგო აფრიკის ერთა თასი, სანამ დაეხმარებოდა ლივერპულს კარაბაოს თასის და ასოციაციის თასის მოგებაში და პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ადგილის მიღებაში.

 

მოსალოდნელია, რომ მანე ბაიერნში რობერტ ლევანდოვსკის შეცვლის, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი გერმანულ კლუბიდან სავრაუდოდ ბარსელონაში გადავა.

 

 

შეგახსენებთ, რომ მანე შეუერთდა ლივერპულს 2016 წელს საუთჰემპტონიდან 31 მილიონ ფუნტად პლუს 2,5 მილიონი ფუნტით. მას შემდეგ კლუბში პრემიერ ლიგის 90 გოლი გაიტანა და გასული სეზონი 23 გოლით დაასრულ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.