ბარსელონას დიდი ფინანსური კრიზისი აქვს. კლუბს 1 მილიარდამდე ვალი აქვს და ახალი ტრანსფერებით,შესაძლოა სიტუაცია უფრო გაუარესდეს. მიუხედავად ამისა, ფაბრიციო რომანოს თქმით, ანდრეას კრისტენსენის მოსვლის შემდეგ, ბარსელონას კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენა სურს.
ჟიულ კუნდე
ჩავი ფრანგს ცენტრალურ მცველებს შორის პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევს.
ბარსელონას ესმის, რომ გარიგება ადვილი არ იქნება, რადგან სევილიას, 23 წლის ფეხბურთელისთვის, მინიმუმ 65 მილიონი ევრო სურს.
კალიდუ კულიბალი
ამბობენ, რომ ნაპოლის მცველი არის ბლაუგრანას გეგმა B, თუ ისინი კუნდეს არ მოიყვანენ.
30 წლის ფეხბურთელის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ 35 მილიონ ევროდ. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი მზადაა კატალონიელებს შეუერთდეს.
მატიას დე ლიხტი
ბარსელონა ჰოლანდიელით დაინტერესებულ რამდენიმე დიდ კლუბს შორისაა.
ბლაუგრანას კონკურენცია მოუწევს პარი სენ-ჟერმენს, მანჩესტერ სიტის, ლივერპულსა და ჩელსისთან.
ლაპორტი
ესპანელი გასულ წელს საკმაოდ ახლოს იყო ბარსელონას ფეხბურთელად გახდომასთან.
ჯერ არ უნდა ვიცით,გადაწყვეტს თუ არა მანჩესტერ სიტი 28 წლის ფეხბურთელთან განშორებას ამ ზაფხულს.
ჰარი მაგუაირი
მანჩესტერ იუნაიტედმა რეალურად შესთავაზა ინგლისელი ბარსას, როდესაც ფრენკი დე იონგის სატრანსფერო საგა დაიწყო.
რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალანები შეცდომებისკენ მიდრეკილი ცენტრალურ მცველს მიიღებენ.