
მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ს მწვრთნელის პოსტიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ, ირწმუნება The Athletic.
არგენტინელს სავარაუდოდ ლილის ყოფილი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე შეცვლის. ასევე განიხილება ზინედინ ზიდანის კანდიდატურაც,რომელიც ჯერ-ჯერობით უარს ამბობს კლუბის ჩაბარებაზე.
პოჩეტინომ ვერ შეძლო PSG-ის იერარქიაზე შთაბეჭდილება გასულ სეზონში თავისი მუშაობით, რადგან PSG-მ მხოლოდ ლიგა 1-ის ტიტულის მოგება შეძლო.
მონაკოს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა ასევე დაიწყო მუშაობა PSG-ს საფეხბურთო მრჩევლად.
ლიგა 1-ის გიგანტები უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ პოჩეტინოს წასვლას და ახალი მწვრთნელის წარდგენას.