
პოლონურმა კლუბმა, “სადენციამ” გიორგი მერებაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„სხვა ტიტულებთან ერთად, საქართველოს სამგზის ჩემპიონმა, გიორგი მერებაშვილმა ჩვენს კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც ჩადებულია პუნქტი, რომ სურვილის შემთხვევაში, იგი კიდევ 12 თვით გახანგრძლივდეს. ჩვენ გიორგის მივესალმებით და მას შავ-თეთრების რიგებში წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ“.- ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი “დინამო თბილისშიც” თამაშობდა, სადაც სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. საქართველოს შემდეგ მან საბერძნეთში ითამაშა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021-22 წლების სეზონში, ქართველი ფეხბურთელი „პოდბესკიძეს“ ღირსებას იცავდა. მან პოლონური კლუბის მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაც მიითვალა.