
SER-ის თქმით, მადრიდის რეალმა დაარღვია “თავდაუსხმელობის პაქტი” მადრიდის ატლეტიკოსთან, რაც მათ საშუალებას აძლევს შეიძინონ თანაქალაქელი მეტოქის ფეხბურთელები.
ახალი ამბის გაგებისთანავე, რეალის გულშემატკივრებმა დაასახელეს ატლეტიკოს ერთი ფეხბურთელი, რომლის ნახვაც სურდათ მომავალ სეზონში – ჟოაო ფელიქსი.
თუ რეალი ნამდვილად გეგმავს ატლეტიკოსთან ამ შეთანხმების დარღვევას, დროა გათავისუფლდეს ჟოაო ფელიქსი სიმეონეს ბორკილებიდან და მოიძებნოს რაიმე გზა მისი რეალის 11-ეულში ჩასასმელად.
ფელიქსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება. ატლეტიკოში გადასვლა არ იყო წარმატებული. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 35 მატჩში მხოლოდ 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თუ მადრიდის რეალს პირველი გუნდიდან ვინმე უნდა, ატლეტიკოსთან მკაცრი და სერიოზული მოლაპარაკების წარმართვა მოუწევს.