მარტი 31, 2023

მოჰამედ სალაჰი არ დატოვებს ლივერპულს ამ ზაფხულს, იტყობინება პირველი დონის წყარო, ფაბრიციო რომანო.

 

ეგვიპტელი, რომელსაც კონტრაქტიდან ერთი წელი აქვს დარჩენილი, არ აპირებს ენფილდის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება.

 

სადიო მანე, რომელსაც ასევე ერთი წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის დასრულებამდე, სავარაუდოდ შეუერთდება მიუნხენის ბაიერნს, მაგრამ სალაჰი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ლივერპულში ითამაშებს.

 

განსხვავებით სენეგალელისა, სალაჰს სურს კლუბთან მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიაროს და „წითლებში“ კიდეც დიდხანს ითამაშოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.