ოქტომბერი 13, 2024

გაბრიელ ჟეზუსს მადრიდის რეალში თამაში შესთავაზეს,მაგრამ ტრანსფერი ვინიციუს ჯუნიორზეა დამოკიდებული.

 

Cadena SER-ის ცნობით, მადრიდის რეალი ჟეზუსისთვის ყველაფერს გააკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინისიუსი ესპანურ პასპორტს ამ ზაფხულს მიიღებს.

 

ლა ლიგის რეგულაციები თითო გუნდში მხოლოდ ოთხ არაევროკავშირის მოთამაშეს უშვებს და მათგან ერთ მატჩში მხოლოდ სამი შეიძლება გამოიძახონ.

 

მადრიდის რეალს უკვე ჰყავს 3 მოთამაშე ევროკავშირს გარეთ : ვინი, როდრიგო და ედერ მილიტაო. როგორც ჩანს, ვინისიუსი  ყველაზე ახლოს არის ესპანური პასპორტის მოპოვებასთან.

 

სხვა სამხრეთ ამერიკელებს, როგორიცაა მარსელო, ფედე ვალვერდე და კაზემირო,  ესპანეთის მოქალაქეობა უკვე აქვთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *