ივლისი 2, 2022

Diario Sport-ის ცნობით, ბარსელონა ვილიარეალის თავდამსხმელს ჟერარ მორენოს ტრანსფერზე იმუშავებს თუ რობერტ ლევანდოვსკის ამ ზაფხულს ვერ შეიძენს.

 

30 წლის ფეხბურთელის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 40 მილიონ ევროდ.

 

ლევანდოვსკი ბარსას პრიორიტეტად რჩება. მორენოს შესახებ ჯერ არ არის საუბარი, ის მხოლოდ ვარიანტად განიხილება.

 

2021/22 სეზონში ჟერარმა ვილიარეალის შემადგენლობაში 27 მატჩში 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ეს იმის ფონზე, როცა ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.