სექტემბერი 22, 2023

“ვალენსია” მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს –  კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

“ღამურებმა” მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ “მანჩესტერ იუნაიტედს” კიდევ ერთი დიდი გუნდი, “ტოტენჰემიც” შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის

უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის “ტოტენჰემს” “ვალენსიასთვის” ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *