სექტემბერი 22, 2023

ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედთან ფრენკი დე იონგის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება The Athletic.

 

ერიკ ტენ ჰააგმა „წითელ ეშმაკებს“ ჰოლანდიელის ტრანსფერი მოანდომა  ამ ზაფხულს.

ბარსა არ განიხილავს ნახევარმცველის დაბალ ფასად გაყიდვას. კლუბმა 25 წლის ფეხბურთელს 80 მილიონი ევრო დააკისრა.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე იონგმა თქვა უარი მის პოტენციურ ოლდ ტრაფორდზე გადასვლასთან დაკავშირებით. ბლაუგრანას მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ შესაძლოა აიძულოს კლუბი ფრენკის წასვლისკენ.

 

ამ სეზონში დე იონგმა ბარსას მაისურით 46 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *