დეკემბერი 3, 2022
ნეაპოლური გუნდი ქართველ ფეხბურთელს 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში წარადგენს.

 

იტალიური გრანდი წინასასეზონო შეკრების გავლას სწორედ ამ დროს დაიწყებს და დე ლაურენტისის სურვილია, რომ ხვიჩა თავიდანვე გუნდთან ერთად იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

 

ეს სიახლე საეჭვოს ხდის კვარაცხელიას თამაშს ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

 

შეგახსენებთ, ხვიჩამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ 11 მატჩი გამართა და თავი 8 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.