ივლისი 2, 2022

“მედიასეტის” ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ ტელეკომპანია campana Televomero-ს რადიოს პროგრამა “გოლის” ეთერში “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

 

“ზაფხულის მომავალ სატრანსფერო ბაზარზე “ნაპოლი” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი ყველზე აქტიურია. უკვე განახორციელა ორი ოპერაცია. თუ ჩავთვლით ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისას კონტრაქტის “ფულჰემისგან” გამოსყიდვას, უკვე სამია.

 

ესენი მატიას ოლივეირა და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ოლივეირა? ჩემი აზრით, ნეაპოლელთა საუკეთესო შენაძენი კვარაცხელიაა. გასულ ზაფხულში მის “მილანში” შესაძლო გადასვლაზე ვწერდი. შემიძლია გითხრათ, რომ “როსონერი” ქართველს კარგა ხანი აკვირდებოდა, მაგრამ “პარტენოპეი” იმითაა კარგი, რომ მილანელებს აჯობა.

 

კვარაცხელია

ლორენცო ინსინიეს შეცვლის? მე მგონია, ნეაპოლელები არ ინანებენ, რადგან ეს ფეხბურთელი კარგად ხედავს მოედანს, მეტოქის კარს, ძალიან ტექნიკურია და ის თვისებები გააჩნია, რაც უდავოდ გამოადგება ბატონ ლუჩანო სპალეტის”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.