• სექტემბერი 19, 2021 4:24 pm

ტოტენჰემი ან იუვენტუსი! კვარაცხელიას ტრანსფერი მალე განხორციელდება

20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება – ‘პოპსპორტის’ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხვიჩას ტრანსფერი უახლოეს დღეებში განხორციელდება!

 

როგორც შევიტყვეთ, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია ორ კლუბთან, რომელთაგანაც ერთ-ერთი ლონდონის ტოტენჰემია, მეორე კი – ტურინის იუვენტუსი. ხვიჩას სავარაუდო ტრანსფერი უფრო პრემიერლიგაშია მოსალოდნელი, იუვე კი დღევანდელი მდგომაორეობით მეორე ვარიანტია. ჩვენი ინფორმაციით, ტრანსფერზე მუშაობა უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს.

 

ტოტენჰემი ან იუვენტუსი! კვარაცხელიას ტრანსფერი მალე განხორციელდება

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემს პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ წვრთნის. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ძირითადად სამხრეთკორეელი ჰეუნ-მინ სონი თამაშობს. კლუბშია ესპანელი ბრაიან ხილიც და ნიდერლანდელი სტივენ ბერხვეინი.

 

სხვათა შორის, პრემიერლიგის კლუბების დაინტერესება ქართველი შემტევისადმი დიდია. აქტიურობდნენ ბრაიტონი და ევერტონიც. მედიაში ხშირად იწერებოდა ლიდს იუნაიტედზე, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ვარიანტი თითქმის გამოირიცხა. ხვიჩას მიმართ უდიდესი ინტერესია ბუნდესლიგიდანაც – საერთო ჯამში, კვარაცხელიას გადაბირების სურვილი 8 გერმანულმა კლუბმა გამოთქვა. სერია A-დან მილანი აქტიურობდა, მაგრამ ახლა ეს ვარიანტი თითქმის გამოირიცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.