• სექტემბერი 16, 2021 8:55 pm

დორტმუნდი რობინ გოსენით ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსია” იტალიური “ატალანტას” 26 წლის გერმანელი ფეხბურთელით, რობინ გოსენით ინტერესდება. აღნიშნულის შესახებ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია. 26 წლის გერმანელი ვინგერი, რომელიც რმადენიმე წელია სტაბილურად მაღალ დონეზე ირჯება სხვა გუნდების თვალთახედვის არეალშიც მოექცა, მაგრამ როგორც ჩვენი უცხოელი კოლეგები აღნიშნავენ, “ბორუსია” ყველაზე აქტიურობს ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.

როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდელებს მომავლაი სეზონი ახლაი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – გუნდს “გლადბახის” ამჟამინდელი მწვრთნელი მარკო როზე ჩაიბარებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენს ითხოვს გოსენსის სანაცვლოდ ბერგამოული კლუბი.

რობინ გოსენსი “ატალანტაში” 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ იტალიური გუნდის ფორმა 144 მატჩში მოირგო და თავი 25-ჯერ გამოიჩინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.