• სამ. აპრ 13th, 2021

“ბარსელონა”20 წლის ნორვეგიელისთვის “ომში” ჩაება

დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი, როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ევროპული გრანდების მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჰაალანდის შესაძენად უკან არაფერზე დაიხევს ბარსელონა, რომელსაც ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება. კატალონიურ კლუბს, რომელსაც ვალები აქვს, ამ მიზნის მისაღწევად ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და როგორც ჩანს, მზადაა, არა მხოლოდ ფილიპე კოუტინიოს, სამუელ უმტიტის, მარტი ბრაიტვაიტს, ჟუნიორ ფირპოს, არამედ ანტუან გრიზმანსა და უსმან დემბელესაც შეელიოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.