• ოთხ. აპრ 14th, 2021

კრისტალებეთ ეროვნულ ლიგაში მალდინი, ზიდანი და ვიეირა ითამაშებენ

კრისტალებეთ ეროვნულ ლიგაში კვალიფიციური ლეგიონერების ნაკლებობაა, თუმცა უცხოელი მოთამაშეების გვარი საპირისპიროს გვეუბნება.

მაგალითად, ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს 28 წლის ფადი ზიდანი, რომელსაც ისრაელის და ყატარის ჩემპიონატებში უასპარეზია.

“თელავში” 20 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი პაბლო მალდინი გადმოვიდა. პაბლო “ფლამენგოს” 20-წლამდეთა გუნდის აღზრდილია.

“სამტრედიაში” 24 წლის ცენტრალურ მცველ კრისტიან ვიეირას ვხედავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.