• სექტემბერი 19, 2021 5:06 pm

მეხუთე ლიგიდან ეროვნულ ლიგაში გადაიყვანეს

სოხუმის „დინამომ“ უჩვეულო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, – მეხუთე ლიგის გუნდის ფეხბურთელი ლუკა სოსიაშვილი ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „თელავის“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას სოხუმელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
სოსიაშვილი სოხუმის „დინამოში” 2018 წლიდან ირიცხება და კლუბის გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა. 2018 წლის სეზონში მან „დინამო”-ს მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანაც მოახერხა. 2020 წლის სეზონში, მხოლოდ 8 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა. ჯამში ლუკამ „დინამოს” მაისურით გამართულ თამაშებში 35 მატჩში 30 გოლი ჩაიწერა.
ამრიგად სოსიაშვილი 2021 წელს ეროვნული ლიგა 2 დან დაწინაურებული «თელავის» ღირსებას დაიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.