ქუთაისის “ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

 

MARCA.GE-ს ინფორმაციით ქუთაისურ კლუბს ფადი ზიდანიც შეუერთდება.

 

ზიდანი პალესტინელი ფეხბურთელია, რომელიც ადგილობრივ გუნდებსა და ისრაელში თამაშობდა.

 

27 წლის ფორვარდი უკვე საქართველოშია და გუნდთან კონტრაქტს მალე გააფორმებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ