გადაწყვეტილია რომ ავსტრიელი ფეხბურთელი დავიდ ალაბა მიუნხენის “ბაიერნის” რიგებს დატოვებს. ამის შესახებ გერმანული გრანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა.

როგორც იცით ალაბათი გგანსაკუთრებულ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელს რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და გუნდს უსასყიდლოდ დატოვებს “მან.იუნ”-ს აქტიურად უკავშირებენ. სწორედ ეს ორი გუნდი ითვლება ალაბასთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად. ავსტრიელს კონკრეტული წინადადებით მიმართა ლონდონის “ჩელსიმ” და “პსჟ”-მ, თუმცა მათ მიერ შეთავაზებული 12-მილიონიანი ხელფასი ალაბას ეცოტავა.

აქვე გეტყვით, რომ დავიდ ალაბა “ბაიერნში” 2009 წლიდან გამოდის და ჯამში გუნდთან ერთად 28 ტიტული მოიგო

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ