ცნობილი რუსული გამოცემა Championat-მა “რუბინის” ქართველი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა ათეულში შეიყვანა, რომლებმაც პირველ წრეში ყველა გააოცეს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ 19 წლის ქართველ ვინგერს ლიგაში საშუალოდ ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს ერთ შეხვედრაში და ის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია.

წყაროს ცნობით, ხვიჩას სხვადასხვა ევროპული ტოპ ლიგებიდან აკვირდებიან და არ არის გამორიცხული, სულ მალე რუსეთის ჩემპიონატიც დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენით “დორტმუნდი” და რამდენიმე იტალიური გუნდი ინტერესდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ