• შაბ. აპრ 17th, 2021

ბოლნისის “სიონის” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით თამაზ ბაბუნაძით რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა. როგორც Marca.ge-თვის გახდა ცნობილი, საუბარია ბერძნულ, უნგრულ და უკრაინულ კლუბებზე, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული კლუბების სახელები ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ ბაბუნაძემ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. 20 წლის ფეხბურთელი ბოლნისურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება, “სიონშ” ის იჯარის წესით “დინამო თბილისიდანაა” განათხოვრებული. თავად ფეხბურთელმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა რომ მისი პრიორიტეტი “დინამოში” თამაშია, სადაც 8 მატჩში უთამაშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.