რაგბი ევროპის ახალი სეზონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიის ნაკრები დაამარცხა.(17-28)
დღევანდელი მატჩი ნაკრების მაისურით მე-100 იყო მერაბ შარიქაძისთვის, ხოლო ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილისთვის პირველი.
პირველი ტაიმი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, ბორჯღალოსნები შესვენებაზე 4 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. (10-14)
მეორე ტაიმი შედარებით სანახაობრივი გამოვიდა, ფაქტობრივად აუღელვებლად მოახერხეს ქართველმა მორაგბეებმა არც თუ ისე ძლიერი მეტოქის დამარცხრება.
აღსაღნიშნავია ისიც, რომ დღეს ნაკრებს რამდენიმე დებიუტანტი ჰყავდა, ხოლო შარიქაძემ ცენტურიონობა ლელოთი აღნიშნა.