დეკემბერი 7, 2023

U18 ევროპის ჩემპიონატის ფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები პორტუგალიის გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი პრაღაში გაიმართა. დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ბიჭებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 19-3 დაამარცხეს და ზედიზედ მეხუთედ დაუფლნენ ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

 

მატჩი საქართველოს აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ნაკრები მეცხრე წუთზე დაწინაურდა, პირველი ლელოს ავტორი ტარიელ ბურთიკაშვილი გახდა, ხოლო გიგი სირბილაძემ უზუსტესი გარდასახვა შეასრულა.

 

მეორე ლელო გუნდის კაპიტანმა ანდრო დვალმა მიიწერა , გიგი სირბილაძის გარდასახვა ამ შემთხვევაშიც ზუსტი იყო და პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ორი გარდასახული ლელოთი გავედით წინ.

 

ხოლო,რაც შეეხება ბოლო, დამაგვირგვინებელი ლელოს ავტორი  შეცვლაზე შემოსული გიორგი სპანდერაშვილი გახდა.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *