
29 წლის ქართველი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი, რაგბის მსოფლიო თასის მესამე ადგილისთვის მატჩს იმსაჯებს. ის კიდის მსაჯი იქნება.
შეხვედრა 27 ოქტომბერს, სტად დე ფრანსზე გაიმართება, ინგლისისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამაშუკელმა 7 მატჩი იმსაჯა.