
30 წლის ვეტერანმა ბორჯღალოსანმა თამაზ მჭედლიძემ კარიერა დაასრულა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა:
,, გამარჯობა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მკურნალობისა, მაინც ვერ მოვახერხე სტადიონზე 100%-ით დაბრუნება. ამ მიზეზით გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ”
მადლობას ვუხდით თამაზს მოედანზე თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და ვუსურვებთ წარმატებას.