ივნისი 7, 2023

რაგბი ევროპის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში, რასაც გამოკითხვის შედეგებს უწოდებენ, 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესოთა შორის ამდენივე მორაგბე ჰყავს პორტუგალიასაც. არადა, “ლობუშებსაც” და სხვებსაც ჩვენი გუნდი ერთი თავით რომ ჯობდა აშკარად ჩანდა.

 

“ბორჯღალოსნებიდან” სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ – პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, მგეზავი თედო აბჟანდაძე და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე.

ჩვენი აზრით კი, სიმბოლურში საქართველოს ნაკრების პირველი და მესამე ხაზი მთელი შემადგენლობით უნდა ყოფილიყო.

 

პლუს “ფულბეკი” დავით ნინიაშვილი, რომელსაც ამ ტურნირზე მოთამაშეთა შორის ბადალი არ ჰყავდა. აღარაფერს ვამბობთ “ბორჯღალოსნების” კაპიტან მერაბ შარიქაძეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.