ივნისი 7, 2023

საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” მორაგბემ დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო. მედიკოსების განცხადებით ნინიაშვილი 4-6 კვირას გამოტოვებს. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინიაშვილმა გუშინ დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა.

გარდა ნინიაშვილისა, ფრანგულ კლუბს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ჯოშუა ტუივასაც გამოაკლდა.

“ჟან-ბუენზე” გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, დავით ნინიაშვილს ორშაბათს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, რომ დავითი ექვს კვირას გამოტოვებს.

თავის მხრივ, დაზიანება მიიღო ჯოშუაუა ტუისოვამაც, რომელსაც ტერფის დაზიანების გამო დასვენება სჭირდება.

მალე გამოჯანმრთელდით ჯენტლმენებო” – ნათქვამია “ლიონის” ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.