მაისი 17, 2022

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ორშაბათს გამთენიისას საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ წინ, პირველ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.

„პარიზის ცენტრალის“ მე-16 გათამაშება 18-19 მაისს უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება. მასში ტრადიციულად ძლიერი გუნდები იღებენ მონაწილეობას. წელს მონაწილეთა შორის არიან სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის და გერმანიის ნაკრებები, ასევე ფიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფრანგული გუნდები.

ტურნირში სულ 12 გუნდი იღებს მონაწილეობას, ჩვენი მეტოქეები კი მოგვიანებით გაირკვევა.

„პარიზში კარგად ორგანიზებულ, საკმაოდ მაღალი დონის ტურნირზე მივემგზავრებით. ძალიან კარგია ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში, რადგან აქ მიღებული გამოცდილება ევროპის „ალაფაზე“ გამოგვადგება. სასიხარულოა, რომ 3 წლის შემდეგ მოსამზადებელ ტურნირებს ვუბრუნდებით, რაც ოფიციალურ თამაშებამდე ხარვეზების გამოსწორების საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე შეირჩა 12 მოთამაშე. მაისის ბოლოს მეორე მოსამზადებელი ტურნირი გველის, ასევე საფრანგეთის ქალაქ ტურში და იქ შეცვლილი შემადგენლობით წავალთ, რის შემდეგაც საუკეთესოები შეირჩევა“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

პარიზის ტურნირზე ითამაშებენ

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), სალომე საღარაძე (ხობი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ხუფენია (ზუგიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.