
“Rugby Europe Super Cup”- ის ნახევარფინალში “შავი ლომი” “იბერიანს” დაუპირისპირდა და 41-9 დაამარცხა. ქართულმა გუნდმა ფინალის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
შესანიშნავი მატჩი ჰქონდა აკა ტაბუცაძეს, რომელმაც 3 ლელოს დადება მოახერხა. ტაბუცაძის გარდა თავი გამოიჩინეს: გიორგი ჩხარტიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და ნოდარ ჭეიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად ითამაშებს ფინალს “შავი ლომი”.