თებერვალი 22, 2024

ნიონში გამართული,ევრო 2024-ის პლეი-ოფის წილისყრის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვილი სანიოლმა გააკეთა:

“ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს მოსაგები. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს.”

შეგახსენებთ რომ, საქართველოს ნაკრები 21 მარტს, ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში მასპინძლის სტატუსი კვლავ ჩვენი იქნება, რომელიც 26 მარტს გაიმართება და საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილს შორის გამარჯვებულს ვუმასპინძლებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *