
ვილი სანიოლის პრესკოფერენცია 1 ივნისს 18:00 საათზე გაიმართა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა კონკრეტულ ფეხბურთელებსა და მეტოქეებზე.
-რებრენდინგი
ეს ფედერაციის გადაწყვეტილება იყო.ვერ ვიტყვი რომ სრულად მოახდენს გავლენას გუნდზე,მაგრამ მოთამაშეებმა იციან რომ იდენტობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გულშემატკივრებისთვისა და გუნდისათვის ეს პოზიტიური ცვლილებაა.
– მომავალი თამაშები
დიახ, თანამედროვე ფეხბურთში აღარ არსებობს სუსტი გუნდები. ზოგადად ვიტყოდი რომ ეს კარგია,დამატებით მოტივაციას იძლევა რომ გუნდში მაღალი მზაობა იყოს. ფაქტობრივად,10 დღეში 4 თამაში გვექნება. ვიმედოვნებ,რომ ყველა ფეხბურთელს ექნება შესაძლებლობა ითამაშოს. ჯერ არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო მომავალ თამაშზე, მაგ.: ბულგარეთზე ან მაკედონიაზე, მხოლოდ გადართულები ვართ გიბრალტართან მატჩზე.
– შეკრების შემდგომი გადაწყვეტილება
დიახ, ჩვენ 6 დღეა რაც ვვარჯიშობთ.რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა
იყოს ძირითდში,მაგრამ შემდეგ თამაშში სათადარიგოზე ისხდნენ. არ შეგვიძლია განვსაზღვრო ზუსტად ვინ რამდენ ხანს ითამაშებს. ვცდილობ ვიფიქრო რომ არ დავტვირთო ფეხბურთელები.რთულია პროექციის გაკეთება. მე მაქვს 1 კარგი გეგმა რომ მოვიგო მომდევნო 4 მატჩი.
– ოთარ კიტეიშვილი
როგორც ვთქვი რთულია განსაზღვრო ვინ რამდენ ხანს შეძლებს თამაშს. წარსულში,კიტეიშვილს არ უთამაშია ბევრი. ეს გასაგებია,რადგან ტრავმა ჰქონდა და ის აქ არის რადგან ვენდობი.ექნება შესაძლებლობა რომ წარმოადგინოს თავი,მაგრამ ძნელია ვთქვა ზუსტად რამდენ წუთს ითამაშებს.
– მიქაუტაძე
მიქაუტაძეზე მარტში ვისაუბრე.მაშინ არ იყო მის კარიერაში საუკეთესო დრო. მას სჭირდებოდა რომ შეეცვალა მოტივაციის კუთხით ბევრი რამ. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მისი ბოლო თამაშიდან,ამიტომ შევეცდები მივცე რაც შეიძლება ბევრი დრო.
– გასვლითი შეხვედრები
გასვლით მატჩებზე მინდა აღვნიშნო რომ იქნება მოკლე გზა. ვერ ვიტყვი ეს კარგია თუ ცუდია. ეს უბრალოდ ასეა.
– გიბრალტარი
შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და არ უნდა ვიფიქროთ დროზე.