
დღეს 27 მაისს ქალაქ თბილისში დიღომში მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ბოჩაში.
სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიებში დაახლოებით 40 პარასპორტსმენი შეეჯიბრა.
BC1 კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი მარიამ კლდიაშვილი გახდა.
Marca.ge ულოცავს მარიამს გამარჯვებას და უახლოეს მომავალში მის ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.