აპრილი 16, 2024

UFC 282-ის ეგიდით, ილია თოფურია ბრაის მიტჩელის დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეძლო. “მატადორი” დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს, ხოლო მიტჩელი კარიერაში პირველად დამარცხდა.

 

განახლებულ რეიტინგში, თოფურია ქვემსუბუქი დივიზიონის მეცხრე ნომერი გახდება. მან მომავალი ბრძოლისთვის სასურველ მეტოქედ ბრაიან ორტეგა დაასახელა და სურს, რომ მას მადრიდში დაუპირისპირდეს.

 

TotalSportal-მა დღევანდელი ღონისძიების მონაწილეთა ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველმა სპორტსმენმა საბოლოო ჯამში $115,000 გამოიმუშავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *