
10 აპრილის UFC-ის ბრძოლა გაიმართება სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი, ალჯამაინ სტერლინგი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდებიან.
იანმა ამ ბრძოლასთან დაკავშირებით რუსულ გამოცემასთან ისაუბრა.
“როგორი რეაქცია მქონდა დვალიშვილისა და მალიხინის სანაძლეოზე? ეს ტრილიშვილი, დროვალიშვილი… ის ისეთივეა, როგორიც სტერლინგი. დღეს ერთს იტყვის, ხვალ მეორეს. ასეთ ადამიანებთან რამეზე მოლაპარაკება როგორ შეიძლება?!’ – თქვა რუსმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ იანისა და სტერლინგის ბრძოლის წინ მერაბმა რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო. თუ პიოტრი მოიგებს, დვალიშვილი მალიხინს 50 000 დოლარს გადაუხდის, ამერიკელის გამარჯვების შემთხვევაში იგივე თანხას ქართველი მალიხინისგან მიიღებს.