
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მძიმე წონის ჩემპიონ რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო, რომელიც ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანსის რემატჩს ეხება.
მერაბი სტერლინგის გამარჯვებას ემხრობა და თუ პიოტრ იანს რემატჩს მოუგებს, რუსმა ქართველს 50 000 დოლარი უნდა გადაუხადოს. იმ შემთხვევაში, თუ სტერლინგი დამარცხდა, იგივე თანხის გადახდა მერაბს მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი MMARussia-ს პოსტიდან დაიწყო, სადაც მერაბ დვალიშვილის ციტატა იყო მოყვანილი: “ერთი სული მაქვს, ჩემი ძმა ალჯამაინ სტერლინგი როდის აჩვენებს მთელ მსოფლიოს თუ ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი!”
შემდეგ, პოსტი მალიხინმა გააზიარა და დააწერა:
“50 000 დოლარს ჩამოვიდეთ! ცხადია, თუ მზად ხარ და შენი მეგობრის მსგავსად არ მოიქცევი.”