ივნისი 4, 2023

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Marca.ge – ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, სპორტის გულშემატკივარებს ულოცავს ამ მნიშვნელოვან დღეს!

2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორის დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.