
სუპერსმუბუქ წონაში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალშვილისა და პიოტრ იანის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ამერიკელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ მისი ქართველი მეგობარი რუს მეტოქეს დაამარცხებს.
მერაბ დვალიშვილისა და ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის დაპირისპირება 12 მარტს, ლას ვეგასში, ტურნირ UFC 221-ში გაიმართება და ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება.
“არასწორად ნუ გამიგებთ, იანი კარგი მებრძოლია. მან თითქმის მაჯობა, როდესაც მის წინააღდეგ ოქტაგონზე საკუთარი თავის აჩრდილი გავედი, მაგრამ მუხლის ერთმა დარტყმამ ჩემპიონის ქამარი დააკარგვინა, რადგან ამ ბიჭმა არ იცის წესები, – თქვა სტერლინგმა, რომელმაც რუსი ორჯერ დაამარცხა. – ჩვენ მსოფლიოში ორი საუკეთესო მებრძოლი გვყავს. როდესაც მერაბი პიოტრ იანს დაამარცხებს, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად, მსოფლიოს N1 და N2 მებრძოლები გავხდებით”.
ამერიკელი მებრძოლი ქართველი მეგობრის შესაძლებლობებში დარწმუნებულია
ამერიკელი მებრძოლი ქართველი მეგობრის შესაძლებლობებში დარწმუნებულია
ამერიკელი მებრძოლი ვარაუდობს, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა ოქტაგონზე ხუთ რაუნდს გაგრძელდება.
“ვფიქრობ, მერაბი იმას გააკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს – მოიგებს. ის პრესინგს მიმართავს და მთელი ხუთი რაუნდის განმავლობაში შეინარჩუნებს განწყობასა და იქნება ყურადღებით. იანს არსენალში აქვს რამდენიმე ეშმაკური ილეთი, რომლებსაც მერაბმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. პიოტრი რთული მეტოქეა, მაგრამ ის მერაბს ვერ გაუმკლავდება”, – თქვა ალჯომ YouTube-ში თავის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამ დროისთვის, მერაბ დვალიშვილი (15-4) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, პიოტრ იანი (16-4) კი მეორეს.