ოქტომბერი 2, 2023

რუსული მედიის ინფორმაციით, ММА-ს მებრძოლი გიორგი გაგლოევი მატარებლის ვაგონში მკვდარი იპოვეს.

 

სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ინციდენტი დონის როსტოვის გაჩერებაზე მოხდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევი მოკლულია, თუმცა სხეულზე ძალადობის კვალი არ აქვს. BAZA-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ სპორტსმენის მკვლელობა გაგლოევის მიერ მისი მამიდის, რიმა გაგლოევას აქტიურ ძებნას უკავშირდებოდეს. რიმა გაგლოევა ცნობილი მკითხავი იყო , რომელიც ჩეჩნეთში გაუჩინარდა. ნათესავებს მიაჩნიათ რომ ქალი მოკლულია.

 

წყარო: mix.metronome.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *