დეკემბერი 8, 2023

ცნობილია, რომ მერაბ დვალიშვილს (15-4) ოქტაგონზე შეხვედრა სუპერმსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონთან, რუს პიოტრ იანთან (16-4) სურს, რომელთანაც არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე საჩხუბრად ახლახან გამოიწვია, თუმცა რუსი პასუხის გაცემას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

 

 

“საკამათო არ არის, რომ 2022 წელი პიოტრ იანისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. რუსმა სუპერვარსკვლავმა ჯერ ალჯამეინ სტერლინგთან რევანში წააგო, შემდეგ კი რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით სენსიაციურად დამარცხდა შონ ო’მელისთან. იმედია, ახალ წელს პიოტრის განახლებულ ვერსიას ვიხილავთ.

 

 

ამასწინათ პიტორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მომდევნო ოპონენტის შერჩევა სთხოვა. კომენტარებში მაშინვე გაჩნდა ქართველი მერაბ დვალიშვილი, რომელიც დიდი ხანია რუსს მტრობს. “მოდი მეჩხუბე, მე ყოველთვის მზად ვარ”. შეიძლება ითქვას, ეს ბრყწინვალე ვარიანტია ეკატერინბურგელი ბიჭისთვის! დანა უაითმა სასწრაფოდ უნდა შეისწავლოს ამ დაპირისპირების ორგანიზების შესაძლებლობა.

 

მით უმეტეს, რომ იანსა და დვალიშვილს შორის მტრობის გარკვეული ისტორია არსებობს. მერაბი სტერლინგის საუკეთესო მეგობარია და არაერთხელ გამოესარჩლა თავის ამერიკელ ამხანაგს. რუსი და ქართველი ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ სიტყვიერად როგორც პირისპირ, ისე – სოციალურ ქსელში. და რატომ არ უნდა შევახვედროთ ეს ბიჭები ერთმანეთს ოქტაგონზე? რეიტინგში ისინი ახლოს გვერდიგვერდ არიან – სუპერმსუბუქი წონაში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ. შეიძლება ითქვას, მათ სატურნირო მდგომარეობაც ავალდებულებს ჩხუბს.

 

დვალიშვილს სჭირდება ეს ბრძოლა, რათა სუპერმსუბუქი წონის სრულფასოვანი ვარსკვლავი გახდეს. მართალია, ქართველს მოგებათა სოლიდური სერია აქვს, მაგრამ მისი მეტოქეებიდან პრაქტიკულად არავინ ყოფილა ტოპმებრძოლი. თუკი მერაბი ყოფილ ჩემპიონს გაუმკლავდება, მისი აქციები ერთბაშად გაიზრდება. ქართველი ამიტომაც გამოეხმაურა იანს. მით უმეტეს, რომ დვალიშვილს სატიტულო შეხვედრა სტერლინგთან ძალიანაც არ სურს – არაერთხელ აღნიშნა, რომ არ აპირებს თავის საუკეთესო მეგობართან ჩხუბს.

 

დვალიშვილისთვის აუცილებელი პიოტრთან შეხვედრაა. ამ უკანასკნელს კი, რომელსაც ფეხის დაცდენას UFC-ში აღარ აპატიებენ, მოგება ძალიან სჭირდება, რათა სტერლინგთან ტრილოგიის ორგანიზება ითხოვოს. და თუკი იანი ისეთ მაგარ ოპონენტს აჯობებს, როგორიც დვალიშვილია, სუპერვარსკვლავის სტატუსს გაიმყარებს.

 

რა თქმა უნდა, დვალიშვილი პიოტრს მძიმე ბრძოლას გაუმართავს. ქართველს ჭიდაობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში აქვს და არც დარტყმის ტექნიკა დაეწუნება – ძალიან მაგარი ბიჭია. თანაც, სტერლინგი მერაბს აუცილებლად მისცემს საჭირო რჩევებსაც. მაგრამ იანი, განსაკუთრებით თავისი საჩემპიონო ბრძოლების პერიოდის, უბრალოდ სხვა კლასის სპორტსმენია. რუსს ცოტა მომატება მართებს პარტერსა და დარტყმებში. რაც მთავარია, ბრძოლას მხრებზე ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე უნდა შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში პიოტრის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ვინც არ უნდა იყოს მისი ოპონენტი”, – წერს რუსული გამოცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *