სექტემბერი 26, 2022
ქუთაისში მინდვრის ჰოკეის მოედნის მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

 

საამისოდ ქალაქი 874 585 ლარს ხარჯავს.
 

მოედანი ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის 15 ნომერში მოეწყობა.

 
საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ დღეისთვის არსებული ტერიტორია, სადაც მოედანი უნდა განთავსდეს, კეთილმოუწყობელია. ირგვლივ არის რაგბის მოედანი და კორპუსები. საპროექტო მონაცემით, ჰოკეის მოედანზე მომხმარებელთა საერთო რაოდენობა საწვრთნელი პროცესის დროს 25 ადამიანს შეადგენს, ხოლო სპორტული ღონისძიების დროს 270 ადამიანს იტევს.
წყარო (ქუთაისი პოსტი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.