
ტატო გრიგალაშვილი სოფიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია.
ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ძალიან დამღლელი გზა განვლო მან ჯერ ფინელი ოსკარ მაკინენი, შემდეგ გერმანელი ტიმ გრამკოუ, 1/4 ფინალში უნგრელი ატილა უნგვარი, 1/2 ფინალშიუკრაინელი სერგი კრივჩაჩი და საბოლოოდ, ფინალში ბელგიელი კასე დაამარცხა.
აღნიშნული ღვაწლი გრიგალაშვილს დაუფასდა. მან ფინალში გამარჯვებით 3000 ევრო გამოიმუშავა.